მალე ჩვენ არჩევნები გვექნება. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ საარჩევნო პროცესმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გორში დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მონაწილეობის მიიღებას გეგმავენ, ხალხს სიმართლე უნდა უთხრან.თითოეული მათგანი ვალდებულია, რომ ხალხის წინაშე მკაფიო და გახსნილი იყოს.
"ვხედავ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისათვის მთავარ საკითხზე ზოგიერთი პარტია მერყეობს, ერთი პოზიციიდან მეორეზე „დახტის", პრიორიტეტებს გამოკითხვების შედეგების მიხედვით ცვლის „ქარის მიმართულების" მიხედვით... ზოგიერთისგან მსმენია, რომ რუსეთის ლიდერებთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ეს ნატოზე და ევროკავშირზე პრიორიტეტულია.ასევე გამიგონია, იმის მიუხედავად, რომ ნატო და ევროკავშირი პოპულარულია და ჩვენს პრიორიტეტად უნდა დარჩეს, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს პუტინთან და მის მთავრობასთან.არის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ამ სამიდან არც ერთი გზა არ გვჭირდება, რადგან ქართული გზა უნდა გამოვიგონოთ, მარტო ვიყოთ მსოფლიოში და ყველა „ქარი" ჩვენსკენ შემობრუნდეს,ჩვენს კისერზე გადაიაროს", - განაცხადა პრეზიდენტმა.