ქართველი ერი არასდროს ყოფილა ასე ახლოს უსაფრთხოების გარანტიებთან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გორში დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ეს სიტყვების ვინმეს უცანაურად მოეჩვენოს, რადგან "შეგვახსენებენ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი უზარმაზარი მტრული არმიის მიერ არის ოკუპირებული. ძლიერი ძალა ბირთვული მეზობელი ბევრჯერ დაგვემუქრა განადგურებით. ამის შეხსენებაც არ გვჭირდევა, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით".
მიხეილ სააკაშვილის თქმით,პირადად მას ყველაზე მატად სწამს, რომ ქართველი ერი არასდროს ყოფილა ასე ახლოს შვილების, მათი შვილებისა სდა შვილიშვილების უსაფრთხოების გარანტიებთან.
"ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს ზუსტად ეს - რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ უკვე თითქმის გვაქვს ის, რაც არასოდოს გვქონია ჩვენი ისტორიის განმავლობაში", - განაცხადა პრეზდენტმა და აღნიშნა, რომ ეს არის არა გამედაობა და სიმამაცე, არამედ ეს არის იმ ერთა ძლიერი დიდი ოჯახი, რომელიც მზადაა საქართველოს მიესალმოს, მის სახელმიწფოებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს მხარი.
"ამ ოჯახს დღეს ნატო და ევროკავშირი ჰქვია. ამ ოჯახს ევროპა და დემოკრატიული ერების ტრანსტალანტიკური ალიანსი ეწოდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ ის ჰორიზონტი, რომელსაც ყოველთვის შევნატროდით, მაგრამ ვერასდროს ვწვდებოდით. ჩვენთვის სხვა ოჯახი არ არსებობს. არც უნდა არსებობდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.