პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" აგრძელებს საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების დაუძნებას საქართველოს მასშატაბით. პარტიის ლიდერებმა კიდევ ერთი საქალაქო ორგანიზაცია ამჯერად რუსთავში დააფუძნეს. პარტიის მხარდამჭერებმა და შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი პროფესიით ფილოლოგის მელანია ნემსწვერიძის კანდიდატურას.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ,,განახლებული საქართველოსთვის'' რეგიონული სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ. ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად გავაერთიანოთ ჩვენი სასიცოცხლო სივრცე ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გაუცხოება უნდა დავძლიოთ, რაც შიშის დამარცხებითა და ღირსების დაბრუნებით არის შესაძლებელი. ხელისუფლებამ ოკუპაცია გაუკეთა ჩვენს ღირსებას და ჩვენს თავისუფალ ნებას. ადამიანი მუდამ ახლისკენ და ცვლილებებისკებ უნდა იყოს მიმართული. დღეს ჩვენს საზოგადოებას ცვლილებების ეშინია. შიში უნდა დავძლიოთ და დავიცვათ ჩვენი ხმები, ჩვენი თავისუფალი არჩევანი". რუსთავის მოსახლეობის პრობლემებზე პარტიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ჩარკვიანმა ისაუბრა: ,,რუსთავი, რომელიც ტრადიციულად სამრეწველო ქალაქად ითვლეობოდა და მოსახლეობის დასაქმების მხრივ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა დღეს უნუშევრობით სულს ღაფავს. დასაქმების პრობლემა ,,დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია რუსთაველი ახალგაზრდების თავზე, რაც მათ უპერსპექტივო მომავალს უქადის და ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს. ეს რეალობა უნდა დამთავრდეს". პარტიის მხარდამჭერებს თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ოძელმა მიმართა და მხარდამჭერებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.