კიკვიძის ბაღში "ქართული ოცნების" ახალაგაზრდული ფრთის 4 წევრი დააკავეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული ოცნების" პრესსამდივნოში განუცხადეს, დაკავებულნი არიან მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი ფარესაშვილი და გიორგი აფხაიძე.
როგორც პრესსამდივნოში დაკავების თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებენ, დაკავებულები კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩადიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კიკვიძის ბაღში დღეს რამდენიმე პიროვნება დააკავეს, რომლებიც ხეების გაჩეხვასა და პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ.