ქაბულში ავღანეთის შს სამინისტროს შენობასთან ორი ამერიკელი სამხედრო მრჩეველი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელერადიოკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს ინციდენტი ავღანეთის სხვა და სხვა ქალაქში ამერიკელი სამხედროების მიერ ყურანის დაწვასთან დაკავშირებული მღელვარებების მეხუთე დღეს მოხდა.
მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთში 25 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ ყურანის დაწვასთან დაკავშირებული მღელვარება ავღანეთის მეზობელ პაკისტანსაც გადაედო.