თბილისის საქალაქო სასამართლოში "კონსერვატიული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ჩხარტიშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც გარდა "კონსერვატიული პარტიის" წევრობისა "ქართული ოცნების" ეკოლოგიის ქვეჯგუფის თავჯდომარეა, დღეს კიკვიძის ბაღში დააკავეს.
ლაშა ჩხარტიშვილი არსებული ინფორმაციით ხეების გაჩეხვასა და პოლიციის მშენებლობას აპროტესტებდა და მუშაობის პროცესი შეაჩერა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.