პარიზში მიხეილ ხოდორკოვსკისა და ნატალია გევორქიანის ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გარეყდაზე გამოტანილი ანოტაცია ამგვარია: "2003 წლის ოქტომბერში იმ დროისათვის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი მიხაილ ხოდორკოვსკი ვლადიმერ პუტინმა დააპატიმრა და ამით მისი სახით პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩამოიცილა.
მისთვის, უაზრო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების წარდგენის შემდეგ (რომელთა თანახმადაც მან ერთი წლის განმავლობაში აითვისა მეტი ნავთობი ვიდრე ქვეყანაში შეიძლებოდა წარმოებულიყო) მიხაილ ხოდორკოვსკის, ორი სასამართლო პროცესის წარმოების შემდეგ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სტალინურ დროებთან პარაკელი კარიკატურობამდე ცხადია. მართლმსაჯულებისგან თავის არიდებით კრემლის მესვეურებმა შეტყობინება გაუგზავნეს ყველას, ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება იმ სიკვდილის მარწუხებს, რომლებითაც ისინი ქვეყანას ახრჩობენ.
ხოდორკოვსკის სახე არის თანამედროვე რუსეთის ხელისუფლებისა".
წიგნის სახელწოდებაა "პუტინის ტყვე" და იგი რუსეთის ყველაზე ცნობილი პატიმრის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.
"ბრწყინვალე და მამაცი ადამიანი ჰყვება საკუთარი თავის შესახებ ამ წიგნში, ანალიზს უკეთებს თავის ბრძოლას რითიც უზრუნველყოფს პუტინისეული სისტემის სასტიკ კრიტიკას, რომელმაც თავის თავზე მხოლოდ დემოკრატიის ძონძები აქვს მოსხმული და მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მმართველობის მეთოდებთ ხელმძღვანელობს", _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.