სამართალდამცველებმა კიკვიძის ბაღში ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
ჩხარტიშვილი კიკვიძის ბაღში მშენებარე პოლიციის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას უშლიდა ხელს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.
ჩხარტიშვილის პროტესტი პოლიციის მშენებლობისთვის ხეების გაჩეხვამ გამოიწვია.
კიკვიძის ბაღში ამ დროისთვის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.