საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. გუშინ, საღამოს საათებში პრეზიდენტ სააკაშვილის პირად გვერდზე ათეულობით შეტყობინება მიდიოდა.
IT სპეციალისტების განცხადებით, ეს არ იყო სოციალური ქსელის ჩვეულებრივი მომხმარებლის მესიჯები, რადგან მათი შინაარსი არ იცვლებოდა. 2 საათის განმავლობაში კიბერთავდასხმა ორჯერ განმეორდა. პრეზიდენტის გვერდზე მისული ასეულობით შეტყობინებიდან ყველა რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
IT სპეციალისტების განცხადებით, მსგავი თავდასხმა პირველად არ ხორციელდება.