დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდება.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად ისრაელში 16 თებერვალს გაემგზავრა.
პატრიარქმა ისრაელში შეხვედრები გამართა და წმინდა ადგილები მოილოცა.