ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1921 წლის ოკუპაციიის დროს დაღუპული უნივერსიტეტელები გაიხსენეს.
შეხვედრა სიმბოლურად, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველოში გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
უნივერსიტეტს სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს თბილისთან დაღუპული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის და ნუგეშა მაყაშვილიც ესტუმრა. როგორც მან აღნიშნა, „სამშობლო მარო მაყაშვილისთვის სათაყვანებელი იყო და ამიტომაც გასწირა თავი".
თსუ-ის პროფესორის მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, "თანამედროვე ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ პიროვნება, რომელსაც წვლილი შეაქვს საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში, თავისუფლებისთვის სწირავს თავს, ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერება."
ღონისძიების ორგანიზატორის, თსუ-ის პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის განცხადებით, "სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვისთვის ბრძოლაში დაღუპული სტუდენტების შესახებ არსებული დოკუმენტური მასალა და ახლო მომავალში ამ თემაზე ბროშურის გამოცემა იგეგმება".
შეხვედრას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც ესწრებოდა. „მიხარია რომ სტუდენტები დაინტერესებულნი არიან 1921 წლის მოვლენებით. ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ამ პერიოდზე, რადგან ის, რაც უნივერსიტეტმა გასაბჭოების დროს საკუთარ თავზე იწვნია, საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ამოშალა. ძალიან ბევრი ერი ამაყობს მარო მაყაშვილისნაირი გმირებით," - განაცხადა რექტორმა.
საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისთან და ბათუმთან გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. წითელ არმიასთან შეტაკებების დროს მრავალი მათგანი დაიღუპა.