საქართველოში ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, ჯამრთელებისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ დღეს, პარლამენტში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსიის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ზუსტი სტატისტიკა - ეს ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ყველასთან მიხვიდე და გამოკითხო: დეპრესია გაწუხებს, ყურადღების დეფიციტი გაქვს, ემოციური დაშლილობა თუ შიზოფრენია. ამას ვერ გამოიკვლევ. ამისათვის მიმართვიანობის სტატისტიკას უნდა გადავხედოთ", - აღნიშნა თოიძემ.
მისივე თქმით, მიმართვიანობის სტატისტიკის გაუმჯობესებისკენ, ანუ სტიგმის დაძლევისკენ არის მიმართული.
ამასთან, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში თითქმის ყველა ძირიათად ფსიქიატრიულ სინდრომსა და დაავადებასთან მიმართებაში ისეთივე მაჩვენებელია, რაც მსოფლიოში.