დღეს, 23 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოს გამო, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.