კოალიცია "ქართული ოცნება" დიდ მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალების, ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძისა და პაატა კაჭარავას დაღუპვის გამო. კოალიცია თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროები სამხედროები საბრძოლო მანქანის აფეთქებას ემსხვერპლნენ. მანქანა თალიბებთან შეტაკებისას აფეთქდა.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.