დღეს, 22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. 
 აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 53 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.199 პროცენტით განისაზღვრა.
 კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8.9 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.