ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - 12 წლის ბავშვს მანქანამ გადაუარა.თამაზ ყარაშვილს გზაზე ფეხი დაუცდა, ავტომობილის მძღოლმა კი დამუხრუჭება ვეღარ მოახერხა.
12 წლის ბავშვი თბილისში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ჩამოიყვანა. ყარაშვილი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.