თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შემუშავებული ხელშეკრულება არ შეიცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განუცხადა.
„მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. ეს კეთდება ოშკის, იშხანის და სხვა ძეგლების გადარჩენისთვის", - აღნიშნა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა კულტურული მემკვიდრეობაზე ზრუნვა და დაცვა.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების - იშხანისა და ოშკის აღდგენის სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ამ საკითხთან მიმართებაში არ შემდგარა.