სახელმწიფო კომპანია "უკრსპეცექსპორტი" საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის მიერ გარეთებულ განცხადებას უარყოფს, რომელიც კიდევისა და თბილისის აქტიურ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ეხებოდა.
"თანამშრომლობა სამხედრო და სპეციალური ხასიათის საქონლისა და მომსახურების სფეროში საქართველოსა და უკრაინას შორის უკვე ორი წლის განმავლობაში აღარ ხორციელდება", _ ნათქვამია "უკრსპეცექსპორტი"-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისობაში მიმდინარეობს საექსპერტო კონტროლის სამსახურის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ "ზერკალო ნიდელისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე: უკრანია შემდგომაც აგრძელებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას და თავის ვალდებულებებს ადრე მიწოდებული ტექნიკის მომსახურეობაში? თუ კიევი, მოსკოვთან ერთდ, მიიჩნევს, რომ ნებისმიერი იარაღის მიწოდება თქვენი ქვეყნისთვის ძაბავს ვითარებას სამხრეთკავკასიის რეგიონში და „ხელს უწყობს საქართველოს მილიტარიზაციას? ბარამიძემ უპაუხა:– მოსკოვის პოზიციას არ იზიარებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო საზოგადოება. დიდება უფალს, რომ უკრაინა დანარჩენი მსოფლიოს მხარესაა.
– ე.ი. თანაშრომლობა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში გრძელდება?
- დიახ, გრძელდება. მე არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვაქს.