სარემონტო სამუშაოს გამო, 21 თებერვალს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.