სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" 
განცხადებას ავრცელებს.
"სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებიდან დარეკა ერთ-ერთმა პატიმარმა და შეგვატყობინა, რომ პატიმარი ლაშა ნარსია ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაიყვანეს მე-6 დაწესებულებაში. პატიმრის ცნობით პატიმარი ლაშა ნარსიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე", -აღნიშნულია განცხადებაში.
 
მოძაობის წევრები მიმართავენ სასჯელაღსრულების სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რათა დაცული იყოს პატიმრის ჯანმრთელობა.