მწერალ ბესო ხვედელიძის "მინდვრის ყვავილები" გერმანულ ენაზე გამოვა და პრეზენტაციაც გერმანიაში გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა განუცხადა.
ამას გარდა, გამომცემლობა ლითერასმა გამოსცა ბესო ხვედელიძის ლექსების კრებული - "ბობ მარლის დახუჭული თვალები", რომლის პრეზენტაციაც სულ მალე გიმართება.
როგორც ხვედელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს მისთვის რიგით მე-16 წიგნია, თუმცა ლექსების კრებულს პირველად გამოსცემს.
"მინდა ცოტა დათბეს და კრებული მერე გამოვცე. ძალიან პატარა საპრეზენტაციო დარბაზებია, ამიტომ დიდი ალბათობაა, გარეთ დარჩეს მოსული სტუმარი და არ მინდა, სიცივეში გამეყინოს ვინმე. რაც შეეხება ლექსებს, არასდროს გამომიცია კრებული. ამჯერად კი დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში დაგროვებული ლექსები შევაგროვე და სახელწოდებაც მოვუფიქრე - "ბობ მარლის დახუჭული თვალები", - განაცხადა ხვედელიძემ.