შპს "ამაღლება - 2009~ კახეთიდან უკრაინაში 400 ტონა კარალიოკს გაიტანს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. საწარმოს დირექტორის, გელა მედულაშვილის განცხადებით, 66 ტონა კარალიოკი უკრაინაში უკვე გაიგზავნა.
"ამაღლება - 2009~ ახლადშექმნილი ორგანიზაციაა. საწარმოს ხელმძღვანელობამ გურჯაანის რაიონში დაახლოებით 6 ჰექტარზე კარალიოკის ბაღი გააშენა. "ამაღლება - 2009~-ს ამ დროისთვის 30 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია.
"სულ ადგილობრივები დავასაქმეთ. ისინი ძირითადად კარალიოკს კრეფენ, არჩევენ, ყუთებში აწყობენ და მანქანებზე ტვირთავენ. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთი ფირმაა, რომელიც კახეთში კარალიოკს იბარებს. საქმიანი კავშირები გვაქვს თურქულ ფირმა "ოსმან ჩუკთან~. წელსვე გვინდოდა, რომ თურქეთიდან ევროსტანდარტის ყუთების დამამზადებელი ქარხანა ჩამოგვეტანა და აგვემუშავებინა, რაც ყოველდღიურად კიდევ 50 ადამიანის დასაქმების საშუალებას მოგვცემდა, მაგრამ მაღალი საბაჟო გადასახადების გამო, ქარხნის შემოტანა ჯერჯერობით ვერ შევძელით. მომავალ წელს ამ პროექტსაც აუცილებლად განვახორციელებთ~, - განაცხადა მედულაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში კახეთშივე დამზადდება მუყაოს ყუთები, რომელსაც გლეხები და ფერმერები ხილისა და ბოსტნეულის ჩასაწყობად გამოიყენებენ.