ბუნებრივი აირის გაჟონვით ოჯახის სამი წევრი მოიწამლა. Co-თი ინტოქსიკაციით 15 წლის გოგონა, 6 წლის ვაჟი და მათი დედა სასწრაფო დახმარებამ ქალაქის კლინიკებში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია.
დედაქალაქში კიდევ სამი ადამიანის დაზარალების მიზეზს არასწორად დამონტაჟებულ გაზის ხელსაწყოს ასახელებენ.