დღეს, 20 თებერვალს, ყველიერის კვირა იწყება. ყველიერის განმავლობაშიც მორწმუნეებს ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ და მათ მხოლოდ რძის ნაწარმისა და კვერცხის მიღება შეუძლიათ.
26 თებერვალს ყველიერის კვირა და დიდი მარხვისთვის საზადისი დასრულდება.
26 თებერვალს - ყველიერის კვირის ბოლო დღეს შენდობის ანუ მიტევების დღე აღნიშნება.
27 თებერვლიდან დიდმარხვა იწყება.
15 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ბრწყინვალე აღდგომას იდღესასწაულებს.