22-26 თებერვალს სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" ლიდერი ნესტან კირთაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში მიემგზავრება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყნების ოფიციალური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ევროპის სხვდასხვა ქვეყნებში შექმნილ ქართველთა საინიციატივო ჯგუფებთან, სადაც განიხილება სამოქალაქო მოძრაობის "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" ახალი საერთაშორისო ინიციატივა და პროექტი _ ევროპაში "ქართული სახლების" დაფუძნების შესახებ.
ხვალ, 20 თებერვალს, 13 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" ლიდერი ნესტან კირთაძე ახალ ინიციატივასთან და ახალ საერთაშორისო პროექტთან დაკავშირებით სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.