თბილისში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებულნი. ინციდენტი ვარკეთილში მოხდა.
აეროდრომის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივი აირი ჟონავდა რასაც აფეთქება და ხანძარი მოყვა.
შემთხვევის შედეგად 2-სართულიანი სახლის მეორე სართულის ნაწილი ჩამოინგრა.
დაზიანდა ასევე სახლთან ახლოს გაჩერებული ავტომანქანაც.