ორგანიზაციამ ბრისტოლიდან (Black Development Agency) საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი დადო იმაზე, რომ საქართველოს ინგლისურის მასწავლებლებით მოამარაგებს.
როგორც BBC იუწყება, დახლოებით 1,700 მასწავლებელი ბრისტოლის შემოგარენიდან საქართველოში ერთი წლის განმავლობაში დარჩება.
"პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართველებს ინგლისურის დაუფლებაში. გარდა ამისა, დაასაქმოს და სამუშაო გამოცდილება მიაღებინოს ბრისტოლის შემოგარენში და სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს. სააგენტოს აღარ აფინანსებს ბრისტოლის საკრებულო, მაგრამ ალექს სმიტი, ქართული პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ისინი არც ეძებენ ფინანსურ მოგებას."", - აღნიშნულია BBC-ის ინფორმაციაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
„აქ საქმე ეხება უფრო ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას ევროპასთან და იმას, რომ ადამიანები იქ დავასაქმოთ. უამრავი ორგანიზაცია იბრძვის ამისთვის და ჩვენ შეგვიძლია მათ დამატებითი დახმარება აღმოვუჩინოთ," - განაცხადა სმიტმა.
BBC-ის ინფორმაციით, სააგენტოს ორი წელი აქვს ამ პროგრამის განხორციელებისთვის და თუ ის წარმატებას მიაღწევს სამხრეთ-დასავლეთში, მაშინ მთელი დიდი ბრიტანეთიდან დაიწყებს მოხალისეების დაქირავებას.
ბრისტოლი საქართველოს დედაქალაქთან თბილისთან 1988 წელს დაძმობილდა და ეს პროგრამა თბილისი-ბრისტოლის ასოციაციამ შექმნა.
სააგენტო ეძებს ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე მოხალისეებს.
ინგლისური ენა ქართულ სკოლებში 2011 წლის სექტემბრიდან პირველივე კლასიდან სავალდებულო გახდა.