საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია .
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი.
ქარბუქმა პრობლემები შექმნა თბილისის შემოსავლელში, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა ასევე შეზღუდულია რიკოთის უღელტეხილზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ თბილისის შემოსასვლელ გზაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც გაწმენდითი სამუშაოებს დასაწყებად ქარბუქის შესუსტებას ელოდება.
გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.