აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ახალი კანდიდატურა დაასახელა. ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.
პრეზიდენტმა ობამამ ასევე სხვა ქვეყნებშიც დაასახელა ახალი ელჩების კანდიდატურები. მან მადლობა გადაუხადა ყოფილ ელჩებს და ახლებს წარმატებები უსურვა.
აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით ელჩების კანდიდატურას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც მოხდება მათი დამტკიცება.
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, 57 წლის დიპლომატი რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია. იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელია - საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. 2007 -2010 წლებში იყო არის აშშ-ის ელჩი უზბეკეთში.
2005-2007 წლებში იყო აშშ-ის მისიის უფროსი მოადგილე ქაბულში. 2003-2005 წლებში ამერიკის დიპლომატიური მისიის მოადგიილე ლატვიაში. 2002-2003 წლებში მოღვაწეობდა ავღანეთში. მიჰყავდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საკითხები.
მას ჰქონდა დიპლომატიური კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას - ორი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს.
რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესში იღებდა მონაწილეობას.
1988-1990 წელბში იგი მუშაობდა მოსკოვში აშშ-ის საელჩოში. პირველი დიპლომატიური საქმიანობა კი - 1981 წელს ბაჰრეინში დაიწყო.
დამთავრებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ ე უოლშის სკოლა. არის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრი.
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელი 2009 წლის 16 ოქტომბერს გადასცა. ელჩი ბასი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი, ხელმძღვანელობდა ბაღდადის პროვინციული რეკონსტრუქციის გუნდს 2008-2009 წლებში. 2005 - 2008 წლებში ბასს ეკავა სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერაციების ცენტრის დირექტორის თანამდებობა. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ოპერაციების ცენტრის საშუალებით აშშ-მ რეაგირება მოახდინა 25 კრიზისულ სიტუაციაზე, მათ შორის მაგ. ქარიშხალ კატრინაზე პასუხად საერთაშორისო დახმარების კოორდინაცია და აშშ მთავრობის მიერ 60 წლის მანძილზე ამერიკის მოქალაქეების ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია. 2004 - 2005 წლებში ბასი იყო ვიცე პრეზიდენტ ჩეინის სპეციალური მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის მიმართ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებში.
2002 - 2004 წლებში იგი მსახურობდა აშშ საელჩოში რომში, კურირებდა რა აშშ-ს ურთიერთობას იტალიის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორც მაგ. ადამიანის უფლებები, იმიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და შრომის ბაზრის რეფორმა.
2000 - 2001 წლებში ბასი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტროუბ ტელბოტის, შტაბის უფროსი და კოორდინაციას უწევდა რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხის განხილვისას, აშშ პოლიტიკური კურსის განსაზღვრასა და ოპერატიულ დაგეგმვას. როგორც ტელბოტის სპეციალური თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (1998 - 2000), ბასი აწარმოებდა მოლაპარაკებას იმ ამერიკული გუნდის მეშვეობით, რომელმაც მოაგვარა კოსოვოს სამხედრო კონფლიქტი ნატოს პირობებით და განსაზღვრა შემადგენლობა და მზადყოფნაში მოიყვანა სამშვიდობო ძალები კოსოვოში.