ხანძარი გომბორის ქუჩაზე 46 ნომერში ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობის სისტების გაუმართაობის გამო მოხდა.
დამწვარია 70 კვ.მეტრზე მეტი ფართობი. შემთხვევის ადგილზე 12 სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს. ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია.
მაშველებმა სახლიდან ხანშიშესული ცოლ-ქმარი გამოიყვანეს. მათ ადგილზე ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება.