დღეს, 18 თებერვალს, გამოცდების ეროვნული ცენტრი გალის რაიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლებს .
მაია მიმინოშვილი და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გალელ მოსწავლეებს დეტალურად გააცნობენ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესს, ისე 2012 გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს.
გალის რაიონში მცხოვრებ აბიტურიენტებსა და სკოლებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ მასალასაც გადასცემს.