18 და 19 თებერვალს გუდაურში სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირი Gudauri Open Snow Race გაიმართება. შეჯიბრში, რომელშიც 18 ქვეყნის (შვეიცარია, იაპონია, ავსტრია, გერმანია, სლოვენია, სერბეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, მაკედონია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ირანი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და საქართველო) 100-მდე სპორტსმენი და წარმომადგენელი მონაწილეობს FIS (International Ski Federation) ეგიდით ტარდება და მის კალენდარშია შესული. ასპარეზობა თბილისის მერიის, გუდურის განვითარების ფონდის, სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს სნოუბორდის ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად ტარდება.
მსგავსი რანგის შეჯიბრი საქართველოში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ (მაშინ სათხილამურო ჩემპიონატის ეტაპი იყო) პირველად ტარდება. პირველ საერთაშორისო ტურნირზე, სპორტსმენები გამარჯვებულებს ორ დისციპლინაში PGS (პარალელური გიგანტური სლალომი) და PSL (პარალელურ სლალომში) გამოავლენენ, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. ასპარეზობა ორივე დღეს, ე.წ. პირველ ტრასაზე გაიმართება.
მონაწილეთა შორის, 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი PGS დისციპლინაში, სლოვენიელი როკ ფლანდერია. შეჯიბრზე ასპარეზობის გარდა, სლოვენიელი 16 თებერვალს, ჰელისკის ჯგუფს შეუერთდება და გუდაურის მიდამოებში გაუკვალავ ფერდობებზე ისრიალებს. გუდაურში, საგანგებოდ ამ შეჯიბრზე დასასწრებად საერაშორისო სნოუბორდის ასოციაციის პრეზიდენტი,გერმანელი პეტერ კრიოგელიც ჩამოვიდა. სწორედ 18-19 თებერვლის შეჯიბრის ჩატარებაზეა დამიკიდებული, თუ მომავალი სათხილამურო სეზონიდან როგორ დატვირთავს FIS ქართულ სათხილამურო კურორტს.
Gudauri Open Snow Race -ის ოფიციალური გახნსა 17 თებერვალს 20 საათზე შედგება. თუმცა მანამდე გუდაურში 17:00 მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას, ტურნირის ორგანიზატორების გარდა, სხვადასვხა ქვეყნის მწვრთნელები და ყველაზე სახელოვანი სპორტსმენები დაესწრებიან.
ტურნირის პირველი სტარტი PGS-ში შაბათს, 18 საათიდან დაიწყება. იმავე დღეს ამ სახეობის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. საღამოს გიორგი უშიკიშვილის გუნდისა და ქართული ხალხური ცეკვის კონცერტი დაასრულებს.
ტურნირის დღეებში, გუდაურში შეკრებილ სპორტსმენებსა და სტუმრებს სარამოობით გაართობს DJ ძავლი.
19 თებერვალს კი პირველად სტარტზე მოყვარული სნოუბორდერები გამოვლენ. გუდაურის განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ მომენტისთვის 50-ზე მეტ მონაწილეს აქვს რეგისტაცია გავლილი. შეჯიბრი, დილის 11:00 დაიწყება. მოყვარულს სნოუბორდერებს გუდაურის განვითარების ფონდისგან საჩუქრები და დიპლოები გადაეცემათ.
ამავე დღეს მოგვიანებით, გუდაურში ამოსულ დამსვენებელს კახუჩელა და ხანუმები საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ. მისი დასრულების შემდეგ კი პროფესიონალ სნოუბორდერთა დასკვნითი სახეობაში, PSL-ში გათამაშდება საპრიზო ადგილები. PSL -ის დასრულებისთანავე, გამარჯვებულთა დაჯილოდება შედგება.
პირევლი საერთაშორისო ტურნირის Snowboard Race-ის გამარჯვებულები თასებით, მედლებით, დიპლომებით, ფულადი პრემიებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილოდოვდებიან.
დასასრულს გაიმართება საზეიმო მიღება. გუდაურის ღია პირველობის მსველობისას 17 თებერვლიდან იმუშავებს მედიაცენტრი, გაიმართება შეხვედრები სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან. პარალელურად იმუშავებს Race Room, სადაც სპორტსმენებს ერთამანეთთან დაახლოების საშუალება ექნებათ.
Gudauri Open Snow Race -ზე ქართული გუნდი 9 სპოტსმენით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე ტიტულოვანი რევაზ ნაზღაიძეა. ქართულ გუნდში ერთი მანდილოსანი ნინო ბურდული იქნება.