ქუთაისში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. 17-კილომეტრიანი მაგისტრალი ზესტაფონიდან დაიწყება, გაივლის ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება. ახალი გზა მანძილს შეამცირებს და სატრანზიტო მოძრაობას განტვირთავს. პროექტზე 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურად ტრაქტორით პირველი თხრილი გააკეთა.
ახალი გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას იგეგმება. მოეწყობა დასვენებისა და მომსახურების მულტიფუნქციური ცენტრები. ქუთაისის შემოვლითი გზა იაპონიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით შენდება.