საქართველოს ბანკის, SOLO მომსახურების მხარდაჭერით, SOLO-ს სერვისცენტრებში სპეციალურად, პერსონალური საბანკო მომსახურების მომხმარებლებისთვის, მიმდინარეობს ბრენდი „TORO" -ს მიერ წარმოებული საიუველირო ნაკეთობების გამოფენა. მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დაათავლიერონ უნიკალური ნამუშევრები და სურვილის შეთხვევაში შეუკვეთონ მათთვის სასურველი ნივთი.
ბრენდი "TORO" 2010 წელს შეიქმნა ახალგაზრდა შემოქმედის, თორნიკე ჯგერნაიასა და იუველირ ზურაბ დოლაბერიძის მიერ. ძვირფასი ლითონებით, თვლებით, უნიკალური ტექნიკით, ფილგრანითა და მინანქრით შესრულებული ნიმუშები, ხაზს უსვამს გამორჩეულობას, კომფორტს, ინდივიდუალიზმს, ტრადიციასა და სტილს.
SOLO მომხმარებლებს გამოფენის დათავლიერება შეუძლიათ SOLO სერვისცენტრში ი. ჭავჭავაძის გამზ. 62-ში, ბანკის სამუშაო საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-იდან 17:30 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-იდან, 14:00 საათამდე.