"სამართალწარმოების ხარჯების შემოღების შემთხვევაში სასამართლოს ხელმისაწვდომობა პრობლემა გახდება", - ამის შესახებ დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელმა თათული თოდუამ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
კანონპროექტით, სამოქალაქო საქმეებზე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები დგინდება.
თოდუას შეფასებით, როდესაც მოქალაქე იხდის ბაჟს, შესაბამისად, ის იხდის სამართალწრმოების ხარჯსაც, აღნიშნული ცვლილება კი კანონში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
თოდიას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, მსჯელობა ბაჟის შემცირებაზე გაგრძელდეს და უარი არ თქვან კანონპროექტის დამტკიცებაზე.