თბილისში, ლოჭინის დასახლებაში გამთენიისას აფეთქება მოხდა. სალბიშვილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, თუმცა შენობაში გაზგაყვანილობა საერთოდ არ არსებობს. დაზარალებულებს ეჭვი აქვთ, რომ სახლში აირის დაგროვება ნაგებობის სიახლოვეს, მიწისქვეშ გამავალი დაზიანებული გაზსადენიდან გაჟონილმა გაზმა გამოიწვია.
აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ოჯახის უფროსმა სხეულის ნახევარზე მძიმე დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.