პარლამენტმა საზოგადეობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნატალია დვალი დაამტკიცა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სამეურვეო საბჭოს წევრის ადგილზე სამი კანდიდატურა - ნიკოლოზ ნარსია, ნატალია დვალი და ლევან ნიჟარაძე იყო წარდგენილი.
ნატალი დვალის სამეურველო საბჭოს წევრად არჩევას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა.
ნატალია დვალი, 1978 წელს არის დაბადებული და 2010 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზანია "New Vision Georgia"-ს წევრია, ასევე 2005 წლიდან დღემდე "ბრიტანული სახლის" დირექტორი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივის" დამფუძნებელი და წევრია.