თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის მხარდამჭერებისდაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც მან გორის პოლიციასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტიის ერთ-ერთ წევრს გოდერძი მახარაშვილს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები ემუქრებოდნენ - თუ ის არ შეწყვეტდა თავისუფალ დემოკრატებთან და ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას, მის ოჯახს საფრთხე დაემუქრებოდა.
ალასანია თქმით, ეს მუქარა გუშინ ქართველმა სამართალდამცავებმა აასრულეს და დააკავეს გოდერძი მახარაშვილის შვილი ელგუჯა მახარაშვილი თავის ორ მეგობართან - აკაკი ელიაშვილთან და კავა ელიაშვილთან ერთად.
"სააკაშვილის ხელისუფლება შეშინებულია, რომ დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და სწორედ ამიტომ აგრძელებს ტერორის ტალღას. გუშინ მოხდა ინცინდენტი, დააკავეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერის გოდერძი მახარაშვილის შვილი. გოდერძი მახარაშვილს ემუქრებოდნენ რომ თუ ის არ შეწყვეტდა პოლიტიკურ საქმიანობას, ეს იმოქმედებდა თავისივე ოჯახის წინააღმდეგ. სოფელ ნერეთში სადაც გოდერძი მახარაშვილი ცხოვრობს მივიდნენ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ შვილის დაკავებით. მოგვიანებით კი აღასრულეს ეს მუქარა. შვილი მის მეზობლებთან ერთად დააკავეს", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ მან მიმართა უფლებადამცველ ორგანიზაციებს რომ გამოიძიონ აღნიშნული ინცინდენტი.
გოდერძი მახარაშვილის თქმით, მისი შვილი გორის ცენტრში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ დააკავეს. მახარაშვილის ინფორმაციით, მის შვილსა და მეგობრებს ინცინდენტი მოუვიდათ გორის სამხედრო პოლიციის თანამშრომელთან, რომელმაც პროვოცირება მოახდინა სიტუაციის დაძაბვის.
დაკვებულები ამჟამად გორის პოლიციაში ყავთ გადაყვანილი. მათთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.