სამდღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ რუხში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი დღეს ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მდინარე რუხში იპოვა .
სოფელ რუხის მკვიდრი 15 წლის ანდრო ლაგვილავა სახლიდან 15 თებერვალს, საღამოს სახლიდან რძის მოსატანად წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. მოზარდს გზად მდინარე რუხის ხიდზე უნდა გაევლო. სავარაუდოდ, ის მდინარეში ჩავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური მესამე დღეა მოზარდს მდინარეში ეძბს.