სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ისრაელში ყოფნის დროს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ისრაელის საელჩოდან აცნობეს.
საელჩოს ინფორმაციით, ილია მეორე ასევე შეხვდება ისრაელის მთავარ რაბინს და სხვა მაღალჩინოსნებს.
"საქართველოს პატრიარქი ესტუმრება ისრაელის პარლამენტს (ქნესეთს), გოდების კედელს და ჰოლოკოსტის ხსოვნის მუზეუმს (იად ვაშემს). ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებსაც შეხვდება", - იტყობინება საელჩო.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ისრაელში 16 ებერვალს გაემგზავრა და სამშოლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.