დიდუბის პანთეონში თავისუფალი ადგილი 30-მდე საფლავისთვის დარჩა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პანთეონის დირექტორმა, ბადრი ქუთათელაძემ განუცხადა.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანთეონში ადგილი აღარ დარჩა. ალბათ, ეს მათ განაცხადეს ვინც პანთეონში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. ჩვენ გავაფართოვეთ და გავხსენით ღობე, სადაც დიდი ადგილი ცარიელი დაგვრჩა. დაახლოებით შემიძლია თქმა, რომ 20-იდან 30-მდე საფლავის ადგილი ნამდვილად არის. გაზაფხულზე ისევ ვგეგმავთ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას და ვნახოთ, შეიძლება კიდევ გავფართოვდეთ", - განაცხადა ქუთათელაძემ.
დიდუბის პანთეონში ბოლოს, 2011 წლის 22 ნოემბერს, მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე დაკრძალეს.