"სამგორი" მომხმარებეულს ატყუებს - "კარაქში" რძის ცხიმის შემცველობვა 0 პროცენტია. პროექტის „მომხმარებლები აკონტროლობენ სურსათის ხარისხს" წარმომადგენლებმა 26 იანვარს თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს დახლზე არსებული „სამგორის" ორი დასახელების პროდუქტი: „კარაქი 72.5%" და „კარაქი 60%" და ლაბორატორიაში მიიტანეს.
ლაბორატორიის, „მომავალი საუკუნე", დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროდუქტები (ნიმუში #1 და ნიმუში #3) საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმებს.
სპეციალისტების განმარტებით, კოდექს ალიმენტარიუსის („სურსათის კოდექსი") საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, კარაქი არის რძისგან ან რძის პროდუქტებისგან მიღებული ცხიმ-წყლის ემულსია, რომელშიც რძის ცხიმები 80% ან მეტს შეადგენს. ასევე განმარტავს კარაქს ევროკავშირის 299/114 რეგულაცია. ორივე განმარტების მიხედვით, ნამდვილ კარაქში მცენარეული ცხიმი ან რაიმე სხვა, რძის ცხიმისგან განსხვავებული ცხიმი არ უნდა იყოს.
პროდუქტს, რომელშიც რძის ცხიმთან ერთად სხვა ცხიმიც არის შერეული, ევროკავშირის რეგულაციით, შერეული სპრედი (Blended spread) ჰქვია.
ლაბორატორიიდან მიღებულმა პასუხმა აჩვენა, „სამგორის" კარაქში, არათუ სხვა ცხიმთან შერეული, საერთოდ არ იყო რძის ცხიმი. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს „კარაქი" არ უნდა ერქვას, რაც ნიშნავს იმას, რომ „სამგორი" მომხმარებელს ატყუებს.
პროექტის „მომხმარებლები აკონტროლებენ სურსათის ხარისხს" წარმომადგენლებმა მეწარმესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნეს შეტყობინება.