ერთ კვირაზე მეტია ოჯახის წევრები 48 წლის მერაბ კიკნაძეს ეძებენ. იგი 8 თებერვალს სანაპიროზე მდებარე რესტორან "კოპედან" გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მერაბ კიკნაძე რესტორანში დარაჯად მუშაობდა. თანამშრომლების გადმოცემთ იგი სიგარეტის საყიდლად გავიდა და პირადი ნივთები სამსახურში დატოვა. მათვე თქმით, კიკნაძე ნასვამი იყო. თანამშრომლები მას დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
მასალის გამოყენების პირობები