"დემოკრატიულის მოძრაობის" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალის დემონტაჟს ახორციელებს.
"სააკაშვილის ხელისუფლება განაგრძობს თავის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომ ადამიანებს დაავიწყოს ქვეყნის ისტორია და განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეების ხსოვნის შეურაცხყოფას. ის ახლა ბათუმში, 1941-45 წლებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალის დემონტაჟს ახორციელებს. რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში განხორციელებულ ასეთივე ვანდალურ აქტს, როდესაც სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააფეთქეს სამამულო ომში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი, ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს ქვეყნის წარსულს და გმირულად დაღუპული თანამემამულეების ხსოვნას და მუდმივად ცდილობს, ხელახლა გადაწეროს ისტორია და საკუთარი მიზანმიმართული პროპაგანდის ჩარჩოებს მოარგოს".