საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ტვ 25-ს ბოდიშს უხდის. როგორც სამინისტრო იუწყება, ბოდიშის მოხდა განაპირობა ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის ჯონი ბაკურიძესა და ტვ 25-ის ჟურნალისტის მიერ მომხდარი კონფლიქტის დროს ბაკურიძის პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის ჯონი ბაკურიძისა და ტელეკომპანია ტვ 25-ის ჟურნალისტს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. როგორ შს სამინისტრო იუწყება, გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება და იგი განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს უხდის ტვ-25 ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.