კიბერტერორიზის განმარტება ფართოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.
დღეს მოქმედი ნორმით, კიბერტერორიზმი არის კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით.
კანონპროექტით მიხედვით კი, კიბერტერორიზმად ჩაითვლება კანონით დაცული ნებისმიერი კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ჩადენილია მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით.