ექს-პრემიერი იულია ტიმოშჩენკო, შესაძლოა, კოლონიაში სამუშაოსგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტიმოშენკო სისხლის სამართლის აღმასრულებელი კოდექსის მიხედვით, ხარკოვში მდებარე კოლონიაში მიმდინარე სამუშაოში ჩართული უნდა იყოს, თუმცა იგი შესაძლებელია ამ სამუშაოს შესრულებისგან გაათავისუფლონ იმ შემთხვევაში, თუ ამის სამედიცინო საჭიროება იქნება. ეს განცხადება უკრაინის სახელმწიფო პენიტენციალური სისტემის სამმართველოს უფროსმა ხარკოვის ოლქში ევგენი ბარაშმა გააკეთა.
მისი თქმით, კოდექსი ითვალისწინებს შრომით დამორჩილებას ყველა პატიმრისთვის.
"იმ შემთხვევაში, თუ მართლაც არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ იულია ვლადიმეროვნას არ შეუძლია მუშაობა, მაშინ მკურნალი ექიმი გასინჯავს და მისცემს ცნობას, რომ მუშაობა არ შეუძლია.თუ ასეთი ცნობა იქნება, ადამიანი იმკურნალებს მანამდე, ვიდრე არ მიეცემა მეორე ცნობა იმის შესახებ, რომ მუშაობა შეუძლია", _ აცხადებს ბარაში.