2012 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 647 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 157 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 490 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარში 333 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 51 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდება.