მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზელიკი თანამდებობას ოფიციალურად 2012 წლის ივლისში დატოვებს.
როგორც თავად ზელეკი აცხადებს, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვიგრძენი, რომ დროა შემდგომი მიმართულებით ვიმოქმედო და როდესაც ასე ფიქრობ, დარჩენა არ ღირს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა.
ზელიკი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 2007 წელს დაინიშნა. ზელიკის მმართველობის პერიოდში ბანკის კრედიტების რაოდენობა 44 მლნ. დოლარამდე გაიზარდა.