თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა. როგორც ცენტრის გაიხსნის ცერემონიაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფოს მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში იყო ქართველი ერის მორალური მოვალეობა.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უახლოეს მეზობელს, ნათესავს ერს, რომელიც არის დევნილობაში, განდევნილია თავის ტერიტორიიდან, რომელთაც უჭირს შეინარჩუნოს თავისი კულტურა და ჭირდება ამაში დახმარებ. ჩვენ, ქართული სახელმწიფო დახმარების ხელს უწვდის ჩერქეზ ხალხს რათა აქ თბილისში, მოახრეხონ თავიანთი კულტურის შენარჩუნება. რადგან მათ დევნილობაში უჭირთ ამ ყველაფრის განხორციელება", - განაცხადა პაპუნა დავითაიამ.
ჩერქეზული კულტურის ცენტრში ჩერქეზული საბჭოს თავჯდომარე ამერიკაში, იად იაღარის თქმით მრავალი ღონისძიებები დაიგეგმება.
"ამ ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაღრმავებისათვის. უნდა აღვადგინოთ ის კავშირები რომელიც გვქონდა და დავკარგეთ ამ წლების განმავლობაში და ამ ცენტრში დაიგეგმება მრავალი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველებს და ჩერქეზებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.", - განაცხადა ჩერქეზული საბჭოს თავჯდომარემ ამერიკაში, იად იაღარიმ.
გახსნას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძეც ესწრებოდნენ.
"ცენტრის გახსნა გახლავთ ახალ ფურცელი ქართულ კავკასიურ ურთიერთობებში. ეს გახლავთ კავკასიური სოლიდარობის კიდევ ერთი მეტყველი გამოხატულება. ვფიქრობთ, ეს უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რაც არსებობს საქართველოსა და კავკასიის ხალხს შორის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. კავკასიელის ხალხის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ხდება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნეოვანი პრიორიტეტი და საქართველოსათვის ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია აღიდგინოს რეგიონალური ლიდერის რეგიონალური კულტურული და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. ვფიქრობ, ამ ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიას ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები, ასევე, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმრები - ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.